The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



მიხეილ ნიკოლაიშვილი

მიხეილ ნიკოლაიშვილი
დაბადების თარიღი:1944  (80 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   მიშა ნიკოლაიშვილი დაიბადა 1944 წელს. 1961 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, დაიწყო მუშაობა "სამტრესტი"–ს კონიაკის ქარხანაში სპირტების გამომხდელად. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი ახალგაზრდა მეღვინე-ტექნოლოგი ინიშნება თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში ცვლის უფროსად, მოგვიანებით იგი ბრუნდება კონიაკის ქარხანაში უფროს ინჟინერ-ქიმიკოსად. აქედან დაიწყო მისი თანამდებობრივი აღმასვლა: იყო საძველე საამქროს უფროსი ინჟინერ-ტექნოლოგი, სუვენირების საამქროს უფროსი, საკუპაჟე საამქროს უფროსი, ჩამოსხმის საამქროს უფროსი, საკუპაჟე და ჩამოსხმის საამქროს უფროსი, არყის და ღვინის მთავარი სპეციალისტი.

   უკანასკნელ წლებში მივლინებულ იქნა ჩინეთში, სადაც ჩინეთისა და საქართველოს ერთობლივი კომპანია შექმნა. ქალაქ მეიდანში ისხმებოდა კონიაკი და ალკოჰოლური სასმელები. მისი რეცეპტურით ჩამოისხა მაგარი სასმელები: "დავითი", "გედაცი"' "მადლენა" და სხვა.

   ბატონმა მიშამ გააგრძელა თავისი მამის, კონიაკის ცნობილი სპეციალისტის, დავით ნიკოლაიშვილს საქმე და პროფესიონალ სპეციალისტად ჩამოყალიბდა.

   მას მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 352 გვ.