The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ედუარდ ლეკიაშვილი

ედუარდ ლეკიაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    ედუარდ ლეკიაშვილმა 1964 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია.

   ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ დაიწყო შრომითი საქმიანობა, რომლის ჩამონათვალი ასეთია:

   1965-1973 - კრასნოდარის მხარეში "როსგლავვინოს" სისტემაში წარმოების უფროსი, მთავარი მეღვინე, მთავარი ინჟინერია.

   1973-1976 - კრასნოდარის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მეღვინეობის კათედრაზე, უფროსი ინჟინერი.

   1976-1982 წლებში საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტში წამყვანი სპეციალისტი, უფროსი მეცნიერ - მუშაკი.

   1982-1987 - ქინძმარაულის საწარმოო გაერთიანებაში მთავარი ინჟინერი, წარმოების უფროსი.

   1987-1995 - სამრეწველო გაერთიანება" სამტრესტში" მთავარი სპეციალისტი, სამმართველოს უფროსის მოადგილე.

   1995-2001 - საქ. მეხილეობის, მევენახეობა და მეღვინეობის  სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტში ექსპერიმენტული საწარმოს უფროსი.

   2001-2003 - სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) პროექტში "საქართველოს მეღვინეობა" მთავარი სპეციალისტი ქართული მხრიდან.

   2003-2006 "სამტრესტში" სამმართველოს უფროსი, თავმჯდომარის მრჩეველი.

   2009-2013 სს "კორპორაცია ქინძმარაულში" კონსულტანტი სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის საკითხებში.

   1982 წელს ედუარდ ლეკიაშვილს მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 353 გვ.