The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



თენგიზ დათიაშვილი

თენგიზ დათიაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    თენგიზ დათიაშვილმა, 1959 წელს, დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინე - ტექნოლოგის კვალიფიკაცია. შემდეგ იწყებს მუშაობას ზესტაფონის საწარმოო გაერთიანების ღვინის ქარხანაში მეღვინე-ბრიგადირად. 1961 წლიდან კონიაკის სპირტების საამქროს ოსტატი მეღვინეა; 1975 - 1991 წლებში – ზესტაფონის საწარმოო გაერთიანების მთავარი მეღვინე; 1991 წლიდან სვირის პირველი ქარხნის უფროსი მეღვინეა.

   1994 წლიდან თ. დათიაშვილი დაინიშნა "სამტრესტი"–ს ქუთაისის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ, შემდეგ ამავე ქარხნის ღვინის დირექტორია. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები.

   2004 წლიდან ბატონი თენგიზი პენსიაზეა.   

     წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 353 გვ.