Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
ომარ ჩხატარაშვილი![]()
Biographyომარ ჩხარტიშვილმა, ქუთაისის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფოლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1961 წელს სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით. მუშაობა დაიწყო 1964 წელს გარდაბნის რაიონის სოფელ დიდი ლილოს მევენახეობის საბჭოთა მეურნეობაში აგრობრიგადირად. 1970 წლიდან 1985 წლამდე, თავდაპირველად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მევენახეობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, შემდეგ საბჭოთა მეურნეობების სამინისტროს მთავარი აგრონომი. 1985 წლიდან მუშაობს "სამტრესტი"–ს მევენახეობისა და მეხილეობის მთავარი სამმართველოს უფროსად, ხოლო 1990 წლიდან 2006 წლამდე – მმართველის მოადგილედ და ამავე დროს - მევენახეობის სამმართველოს უფროსად. დაჯილდოებულია მთავრობის ორდენებითა და მედლებით. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 354 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |