The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



თენგიზ ტაბატაძე

თენგიზ ტაბატაძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   თენგიზ ტაბატაძემ 1962 წელს დაამთავრა ქუთაისის სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და ჩაირიცხა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, რომელიც 1965 წელს დაამთავრა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით. იმავე წელს დაინიშნა "სამტრესტი"–ს ხირსის ღვინის ქარხანაში. 1967-1977 წლებში ტიბაანის ქარხანაში მეღვინეა, მთავარი მეღვინე და წარმოების უფროსი. 1980 წლიდან 1990 წლამდე საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკია.

   1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

   1990 წლიდან 200 წლამდე მუშაობდა ანაგის ღვინის ქარხნის წარმოების უფროსად; ხირსის ღვინის ქარხნის დირექტორად და ხირსის აგროფირმის გენერალური დირექტორად. 

   2000 წლიდან კერძო ფირმა "ხირსა XXI"-ის მფლობელია.

   მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 354 გვ.