The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.

საკონტ. ტელ: 595 45 55 44



ნოდარ ბაღაშვილი

ნოდარ ბაღაშვილი
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1940  (78 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ნოდარ ბაღაშვილი დაიბადა 1940 წლის 19 მარტს. 1958 წელს ჩაირიცხა ქუთაისის ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე. 1962 წელს ფაკულტეტი გადმოვიდა თბილისში და 1965 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სრული კურსი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით.

   1965 წლიდან იგი იწყებს მუშაობას "სამტრესტი"–ს ტიბაანის ღვინის ქარხანაში ინჟინერ–ტექნოლოგად, შემდეგ - მთავარ მეღვინედ. 1970-2003 წლებში წითელწყაროს ღვინის ქარხნის დირექტორია. ამ თანამდებობაზე მან განუწყვეტლივ იმუშავა 33 წელი. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, გაემგზავრა თავის მშობლიურ სოფელ არბოშიკში და მევენახეობა-მეღვინეობას ეწევა.

      ბატონი ნოდარი დაჯილდოებულია მთავრობის ჯილდოებით, მათ შორის ღირსების მედლით. 

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 354 გვ.

    

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ჯილდოები
  • ღირსების მედალი