The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ალბერტ სიაშვილი

ალბერტ სიაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ალბერტ სიაშვილმა 1967 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობას იწყებს ხილ - კენკროვანი ღვინის ქარხანაში.

   1970-1973 წლებში სწავლას განაგრძობს იალტის "მაგარაჩის" ინსტიტუტის ასპირანტურაში და 1974 წელს იცავს საკანდიდატო დისერტაციას.

   1974-975 წლებში  საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელია.

1975 წელს ინიშნება სიონის ხილკენკროვანი ქარხნის დირექტორად, თუმცა 1977 წელს ბრუნდება საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში და მუშაობს 1983 წლამდე. 1983 წლიდან 1986 წლამდე – ახმეტის ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინე და შემდგომ დირექტორია. 1986-1992 წლებში კვლავ  საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში. 1992-1995 წლებში "სამტრესტი"–ს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-მუშაკია.

   1996 წლიდან აფუძნებს კერძო სატრანსპორტო კომპანიას.

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 354 გვ.