The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



მიხეილ ქართველიშვილი

მიხეილ ქართველიშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   მიხეილ ქართველიშვილმა 1970 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.

   1971 წელს იწყებს საქმიანობას "სამტრესტი"–ს მცხეთის ღვინის ქარხანაში მეღვინედ. 1984-1995 წლებში – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს ალკოჰოლური სასმელების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციაში მთავარ სახელმწიფო ინსპექტორად, ხოლო 1995-2001 წლებში – მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ "სამტრესტში" მთავარ სპეციალისტად.

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 355 გვ.