| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
შენგელი გოგილაშვილი![]()
ბიოგრაფიაშენგელი გოგილაშვილმა, 1962 წელს, დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მეღვინეობის ინჟინერიის განხრით. 1963 წლიდან იგი "სამტრესტის" ხირსის ღვინის ქარხნის რიგით მეღვინედ დაინიშნა, ხოლო მოგვიანებით, იმავე ქარხანაში - მთავარ მეღვინედ. 1966 წელს გადაყვანილი იქნა ყვარლის რაიონის ქინძმარაულის "სამტრესტი"–ს ღვინის ქარხნის უფროს მეღვინედ. 1969 წლიდან – ქინძმარაულის საწარმოო გაერთიანების მთავარ მეღვინედ. 1983 წლიდან, შ. გოგილაშვილი შობლიურ დედოფლისწყაროს უბრუნდება და მუშაობას განაგრძობს დედოფლისწყაროს ქარხნების მთავარ მეღვინედ. 1992 წელს განხორციელდა ქარხნების პრივატიზაცია და იგი დაინიშნა ქარხნის დირექტორად. ბატონ შენგელის მინიჭებული აქვს საქ. დამსახურებული მეღვინის წოდება, ხოლო 1975 წელს საქ. მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მიენიჭა წარჩინებული მეღვინის წოდება და გადაეცა სახელობითი ოქროს საათი. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 355 გვ.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

