შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ჯემალ მოლოდინაშვილი![]()
ბიოგრაფიაჯემალ მოლოდინაშვილმა 1960 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღე-მევენახეობის, ხოლო 1966 წელს ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია. 1960 წლიდან 1968 წლამდე იმუშავა "სამტრესტი"–ს საწარმოო კომბინატში ლექების გამოხდის საამქროში ტექნოლოგად. 1968-1971 წლებში იგზავნება მოსკოვში მიზნობრივ ასპირანტურაში ბიოქიმიის საკავშირო ინსტიტუტის მეღვინეობა-მიკრობიოლოგიის განყოფილებაში. 1971 წელს ბრუნდება საქართველოში და მებაღე-მევენახეობის კვლევით ინსტიტუტში იწყებს მუშაობას მეღვინეობის განყოფილებაში მეცნიერ-მუშაკად. 1989 წლიდან 2013 წლამდე ინსტიტუტის საცდელ-ექსპერიმენტული მარნის ინჟინერ-ტექნოლოგია. მინიჭებული აქვს მეღვინე-დეგუსტატორის კვალიფიკაცია. 2013 წლიდან პენსიაზეა. ჯემალ მოლოდინაშვილი ასევე იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის პიანისტი-ჯაზმენი. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 355 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |