The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



სოლომონ ადეიშვილი

სოლომონ ადეიშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   სოლომონ ადეიშვილმა, 1964 წელს, დაამთავრა სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია. 

   ბატონი სოლომონი, 1965 - 1970 წლებში, განაწილებით გაიგზავნა მოლდავეთის ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში ინჟინერ - ტექნოლოგის თანამდებობაზე. 1970 წლიდან მუშაობას იწყებს "სამტრესტი"–ს ვანის ღვინის ქარხნაში წარმოების უფროსად. 1981 წელს დაინიშნა ვანის ღვინის ქარხანათა სამმართველოს დირექტორად. 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია, მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1992 წელს განხორციელდა ვანისა და ზეინდარის ღვინის ქარხნების პრივატიზება და, ბატონი სოლომონი, გახდა ამ ქარხნების მფლობელი და დირექტორი.

   1992 წლიდან პენსიაზეა.

   2003 წლიდან იგი არის საქართველოს ტექნოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპონდენტი.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 356 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ტექნოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ - კორესპონდენტი