შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
თეიმურაზ ორთოიძე![]()
ბიოგრაფიათეიმურაზ ორთოიძემ 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 2005 წლამდე მუშაობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკის, უფროსი მეცნიერ-მუშაკის, ლაბორატორიის გამგის და განყოფილების გამგის თანამდებობებზე. 2006 წლამდე "სამტრესტი"–ს გენერალური დირექტორია, თუმცა 2006 წლიდან ბრუნდება ინსტიტუტში წამყვან მეცნიერ-მუშაკად. 2012 წლიდან მუშაობას აგრძელებს აგრარული უნივერსიტეტის ევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-მუშაკად. 1979 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1999 წელს სადოქტორო დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერების დარგში და მიენიჭა დოქტორის ხარისხი, სპეციალობით - მევენახეობა. თანამშრომლობს გერმანიის და უნგრეთის მევენახეობის ინსტიტუტებთან. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 357 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |