The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ელგუჯა ცინცაძე

ელგუჯა ცინცაძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ელგუჯა ცინცაძემ 1956 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მებოსტნე-მევენახე-მეღვინის კვალიფიკაციით. 

   1956 წლიდან დაინიშნა "სამტრესტი"–ს ლენინგორის ღვინის ქარხნის დირექტორად. 1960 წლიდან 1989 წლამდე იმუშავა ცხეთის ღვინის ქარხნის გაერთიანების მუხრანის ღვინის ქარხნის მთავარ ტექნოლოგად; "სამტრესტი"–ს თბილისის კონიაკის ქარხანაში საამქროს უფროსად და გენერალურ დირექტორად.

   1989 წლიდან 2006 წლამდე – სამრეწველო სავაჭრო ფირმა "ენისელი"–სს გენერალური დირექტორია, დირექტორის მოადგილეა, კვლავ გენერალური დირექტორია, დირექტორია წარმოების დარგში და ფირმის საპატიო დირექტორია.

   2006 წლიდან პენსიაზეა.

   მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული ინჟინრის საპატიო წოდება, დაჯილდოებულია მთავრობის ორდენებით და მედლებით.

    ყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 357 გვ.