The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვაჟა ჟღენტი

ვაჟა ჟღენტი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ვაჟა ჟღენტმა, სკოლის დამთავრების შემდეგ, დაიწყო მუშაობა პრეპარატორად სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც ჩააბარა 1954 წელს და 1959 წელს დაამთავრა ტექნოლოგიური ფაკულტეტი მეღვინის კვალიფიკაციით. 1959 წელს იწყებს მუშაობას "სამტრესტი"–ს სისტემაში – თბილისის საწარმოო კომბინატში – ჯერ ბრიგადირად, შემდეგ – საამქროს უფროსად. 1960 წლიდან გადაჰყავთ თბილისის N2 ღვინის ქარხანაში  საამქროს უფროსად, ხოლო შემდეგ – თბილისის N4 ღვინის ქარხნის მეღვინედ და საამქროს უფროსად. 1964 წლიდან ამავე ქარხნის დირექტორის მოადგილეა, ხოლო 1965 წლიდან თბილისის ლიქიორ–არყის ქარხნის დირექტორად დაინიშნა. აღნიშნული ქარხნის ლიკვიდაციის შემდეგ, 1972 წელს, ჯერ საწარმოო კომბინატის დირექტორად ინიშნება, ხოლო შემდეგ – გენერალურ დირექტორად. 1975 წლიდან საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროში განყოფილების გამგეა, ხოლო 1984 წლიდან – ხალხთა მეგობრობის მუზეუმის დირექტორის მოადგილე. 1986 წლიდან სპორტკომბინატ "დინამო"–ს გენერალური დირექტორია. ამ პოსტზე მან იმუშავა 1992 წლამდე.

   გარდა მეღვინეობის დარგში წარმატებული მოღვაწეობისა, იგი გახლავთ ერთ–ერთი ცნობილი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც არაერთ გამარჯვებას მიაღწია თბილისის "დინამო"–ს, საქართველოს ნაკრებისა და სსრკ–ს ნაკრების შემადგენლობაში. მრავალჯერ გამარჯვებულს აქვს ყველა ტიტული, რომლებიც კი იმ დროს იყო დაწესებული.

   ბატონი ბაჟა გახლავთ სპორტის დამსახურებული მუშაკი, საქართველოს მრეწველობის დამსახურებული მუშაკი, საპატიო რაინდის წოდების მფლობელი. 

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 342 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო რაინდის წოდება