The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



აბესალომ ოდიშარია

აბესალომ ოდიშარია
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   აბესალომ ოდიშარიამ 1961 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მეღვინის კვალიფიკაციით და დაიწყო მუშაობა "სამტრესტი"–ს ღვინის ქარხანა N3–ში. 1974 წლიდან ქარხანას შეუერთდა თბილისის N1 და N4 ღვინის ქარხნები და ეწოდა საწარმოო გაერთიანება "თბილღვინო". 

   აბესალომ ოდიშარია ერთ–ერთი მეღვინეა, რომელმაც მთელი თავისი კარიერა ერთ საწარმოში გაატარა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა მეღვინე–ტექნოლოგად სხვადასხვა საამქროში, ხოლო ბოლო 15 წელი იყო წარმოების უფროსი.  2004 წლიდან პენსიაზეა.

   ყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 358 გვ.