The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვახტანგ კეკელიძე

ვახტანგ კეკელიძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ვახტანგ კეკელიძემ 1964 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა–მევენახეობის ფაკულტეტი.

   1965 წლიდან საქართველოს მებაღე–მევენახეობის ინსტიტუტში, მებაღეობის სამმართველოში, იწყებს მუშაობას მეცნიერ–მუშაკად. 1967–1974 წლებში ამავე ინსტიტუტის მეღვინეობის განყოფილების მეცნიერ–მუშაკია.

   1974 წლიდან "სამტრესტი"–ს წითელწყაროს ღვინის ქარხანაში ჯერ მეღვინეა, შემდეგ – მთავარი ინჟინერი.

   1988 წლიდან გადაჰყავთ ''სამტრესტი"–ს აპარატში საწარმოო განყოფილებაში მეღვინედ, შემდგომ – მეღვინეობის განყოფილების უფროსის მოადგილედ.

   1991 წლიდან 2004 წლამდე საწარმოო განყოფილების უფროსია; ლიცენზირებისა და ტექნოლოგიური დისციპლინის სახელმწიფო კონტროლის სამმართველოს უფროსია; ლიცენზირებისა და სერთიფიცირების სამმართველოს უფროსია.

   2006 წლიდან პენსიაზეა.

   არის კალათბურთში საპატიო სპორტის ოსტატი, თამაშობდა თბილისის "დინამო"–ს კალათბურთის გუნდის შემადგენლობაში.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 358 გვ.