შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ავთანდილ მელუა![]()
ბიოგრაფიაავთანდილ მელუა დაიბადა 1931 წელს ქ. ბათუმში. 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი მეღვინე–ტექნოლოგის სპეციალობით და დაიწყო მუშაობა თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში ტექნოლოგად. შემდეგ, 1959 წლიდან 1978 წლამდე იმუშავა: ბათუმის ღვინის ქარხანაში წარმოების უფროსად; საამქროს უფროსის მოადგილედ და მთავარი შამპანისტის მოადგილედ თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში; საქართველოს სახალხო კონტროლის ინსპექტორად; შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორად; "სამტრესტი"–ს მმართველად და შემდეგ ერთი წელი – მთავარი მეღვინედ. მომდევნო წლებში მუშაობდა კვების მრეწველობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში პროექტის მთავარ ინჟინრად. მიღებული აქვს რამოდენიმე სახელმწიფო ჯილდო. მისი ხელმძღვანელობით, პირველად საქართველოში, თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში, დაინერგა შოკინოს მეთოდით თანამშრომელთა ანაზღაურება. მონაწილეობა აქვს მიღებული მევენახეობა–მეღვინეობის მსოფლიო კონგრესებსა და საერთაშორისო დეგუსტაციებში. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 358 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |