The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



დავით დოლმაზაშვილი

დავით დოლმაზაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   დავით დოლმაზაშვილმა, 1973 წელს, დაამთავრა სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია. იმავე წელს მუშაობას იწყებს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში ინჟინერ–ტექნოლოგად.

   1981 წელს იგი იცავს დისერტაციას. 

   1982 წლიდან, დ. დოლმაზაშვილი არის "სამტრესტი"–ის წინანდლის საწარმოო გაერთიანების ცენტრალური ლაბორატორიის გამგე. 1983 წლიდან ხდება მისი დაწინაურება და თელიანის ღვინის ქარხნის დირექტორია. 1989 წლიდან სამუშაოდ გადადის წინანდლის ღვინის ქარხანაში უფროსი მეღვინეედ, ხოლო,  1995 წლიდან, "GWS"-ის თელავის ღვინის ქარხანაშია.

   ბატონი დავითი, 2004 წლიდან, შ.პ.ს. "კახური"–ს დამფუძნებელი და ფინანსური დირექტორია.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 360 გვ.