The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



რამაზ მაყაშვილი

რამაზ მაყაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   რამაზ მაყაშვილმა 1965 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი. 1966 წლიდან მუშაობას იწყებს "სამტრესტი"–ს მცხეთის ღვინის ქარხანაში მეღვინე–ბრიგადირად. 1966 წლიდან გადაყვანილ იქნა "სამტრესტი"–ს ლენინგრადის ღვინის ქარხანაში ტექნოლოგად, ოსტატად, საამქროს უფროსის მოადგილედ და საამქროს უფროსად.

   1971 წელს ლენინგრადში დაამთავრა ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

   1976 წლიდან სამეურნეო და უმაღლეს სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ სამუშაოებზეა.

   რამაზ მაყაშვილი 2006 წლიდან პენსიაზეა.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 360 გვ.