The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გრიგოლ ჯანხოთელი

გრიგოლ ჯანხოთელი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   გრიგოლ ჯანხოთელმა 1965 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მეღვინე ინჟინერ–ტექნოლოგის სპეციალობით.

   1966 წელს იწყებს შრომით საქმიანობას "სამტრესტი"–ს მუკუზნის საწარმოო გაერთიანების დამარჩინეს ღვინის ქარხანაში მეღვინე–ბრიგადირად, შემდეგ – ინჟინერ–ტექნოლოგად. 1968 წლიდან მუკუზნის ღვინის ქარხანაში საამქროს უფროსია, მოგვიანებით – წარმოების უფროსი.

   მომდევნო წლებში ეწევა მეცნიერულ მოღვაწეობას კვების მრეწველობის ეკონომიკის დარგში, დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. მოღვაწეობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2001 წლიდან ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრია.

   1002 წელს აფუძნებს საქართველოს ტექნოლოგიურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიას და ხდება მისი პრეზიდენტი.

   ბატონი გრიგოლი დაჯილდოებულია სახელმწიფო მედლებითა და ორდენებით.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 361 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სახელმწიფო მედლებითა და ორდენებით