The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვახტანგ სამხარაძე

ვახტანგ სამხარაძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ვახტანგ სამხარაძემ 1984 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია.

   1984 წლიდან იწყებს მუშაობას "სამტრესტი"–ს შამპანურ ღვინოების ქარხანაში ტექნიკური განყოფილების ინჟინრად. ერთი წლის შემდეგ, 1985 წლიდან 1996 წლამდე – ბიოქიმიურ საამქროში ცვლის უფროსია, ჩამოსხმის საამქროს უფროსის მოადგილეა, მთავარი შამპანისტის მოადგილეა.

   1996 წლიდან გადადის "ცეკავშირი"–ს მარნეულის ექსპერიმენტულ ქარხანაში მთავარი მეღვინის თანამდებობაზე.

   1999 წელს მუშაობას იწყებს ფრანგულ კომპანია "Pernod Ricard"–ის საქართველოს ფილიალში "GWS"–ში შამპანურის წარმოების სამსახურის უფროსად.

   2006 წლიდან კერძო ბიზნესშია.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 361 გვ.