The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



რამაზ ჟღენტი

რამაზ ჟღენტი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   რამაზ ჟღენტი, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობს მეცნიერ–მუშაკად საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემის ობიექტებში.

   1978 წლიდან "სამტრესტი"–ს აპარატში მთავარი სპეციალისტია, შემდეგ 23 წელი ხელმძღვანელობს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სამსახურს. 1991 წლიდან "სამტრესტი"–ს მოსკოვის ღვინის ქარხანაში მთავარი ინჟინრის მოადგილეა. 1998 წლიდან შ.პ.ს. "ბარაკონი"–ს გენერალური მენეჯერია და საფირმო მაღაზია "ხვანჭკარა"–ს დირექტორი. 2002–2003 წლებში მუშაობდა საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის "საქსტანდარტში" ინსპექტორად. 2003–2005 წლებში "სამტრესტი"–ს მთავარი სპეციალისტია, ხოლო 2005 წლიდან – შ.პ.ს. "ოქროს ხვანჭკარა"–ს ღვინის საფირმო მაღაზიის მენეჯერი.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 363 გვ.