The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



მერაბ მაღლაკელიძე

მერაბ მაღლაკელიძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   მერაბ მაღლაკელიძემ 1980 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მეღვინის კვალიფიკაციით და 1981 წლიდან იწყებს მუშაობას "სამტრესტი"–ს თბილისის შამპანური ღვინოების ქარხნის ბიოქიმიური საამქროს უფროს მეღვინე–ტექნოლოგად. შემდეგ, 1982 წლიდან 1991 წლამდე მუშაობს:ლიქიორის საამქროს უფროსად; ხარისხის კონტროლის და მართვის განყოფილების უფროსად; ღვინომასალების საამქროს უფროსად;  თბილისის შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორის მოადგილეა, წარმოების უფროსად.

   1992 წლიდან კერძო ბიზნესშია და უცხოურ და ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობს.

   2007 წლიდან მუშაობს კომპანია "უშბა–დისტილერში" მთავარ ტექნოლოგად.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 362 გვ.