The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



პაატა გიორგობიანი

პაატა გიორგობიანი
დაბადების თარიღი:1966  (60 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    პაატა გიორგობიანი დაიბადა 1966 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე მეღვინის კვალიფიკაციით.

   ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობს პურის მრეწველობის ქარხნებში. იგი სწავლას აგრძელებს ოდესის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. ოდესიდან დაბრუნების შემდეგ, პ. გიორგობიანი, "სამტრესტი"–ს საგარეჯოს სამარკო ღვინოების ქარხანაში იწყებს მუშაობას. 1995–1996 წლებში "სამტრესტი"–ს ნაფარეულის ღვინის ქარხანაში ინიშნება მეღვინედ, მოგვიანებით – წარმოების უფროსად. 1997 წლიდან წინანდლის ღვინის ქარხნის მეღვინეა, შემდგომში – უფროსი მეღვინე. 1999 წლიდან შ.პ.ს. "წინანდალი–საქართველოს ღვინის საგანძური"–ს გენერალური დირექტორია.

   ბატონი პაატა მოღვაწეობას კერძო ბიზნესში განაგრძობს.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 362 გვ.