The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



სოსო ტორიაშვილი

სოსო ტორიაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   სოსო ტორიაშვილი, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1959 წელს, ინიშნება თბილისის N2 ღვინის ქარხნის საკუპაჟე ბაზაში.

   1968 წელს იგზავნება "სამტრესტი"–ს ქ. ყაზანის ღვინის ქარხანაში. დაბრუნების შემდეგ მუშაობას იწყებს გურჯაანის სპირტის ქარხანაში. 1972 წლიდან 1989 წლამდე მუშაობს მუკუზანის ქარხანაში მეღვინედ, "სამტრესტი"–ს გურჯაანის საწარმოო გაერთიანების მთავარი ტექნოლოგის მოადგილედ, ველისციხის ღვინის ქარხანაში წარმოების უფროსად, გაერთიანების მთავარ ტექნოლოგად, ერთი წლის შემდეგ – დირექტორად. 6 წლის შემდეგ იგი გადაჰყავთ საწარმოო კომერციული ფირმა "კაჭრეთი"–ს გენერალური დირექტორის მოადგილედ.

   1995 წელს სამუშაოდ გადადის სანკტ–პეტერბურგის "სამტრესტი–სამების" ერთობლივ საწარმოში მეღვინედ, ხოლო 1999 წლიდან – შ.პ.ს. "ქრონიკსის"–ს მთავარ ინჟინრად.

   2000 წელს ბრუნდება საქართველოში და ს/ს "გურჯაანი–93"–ის გენერალური დირექტორი ხდება. 2006 წლიდან ინიშნება კაჭრეთის კერძო ღვინის ქარხნის დირექტორად, ხოლო 2008 წელს – კომპანია "სოსო და ვალიკო"–ს გენერალურ დირექტორად.

     წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 362 გვ.