შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
გივი ჩაგელიშვილი![]()
ბიოგრაფიაგივი ჩაგელიშვილმა 1945 წელს დაიწყო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლა. 1951 წლიდან მუშაობს თბილისის "შამპანკომბინატი"–ს კუთვნილ ღვინის ქარხანის სამარკო ღვინოების საამქროში ჯერ მეღვინედ, ხოლო შემდეგ სპეცჩამოსხმის საამქროს უფროსად. ამ საამქროდან ღვინოები იგზავნებოდა კრემლში 1953 წლამდე. 1954 წლიდან 1984 წლამდე ახალციხის და ბათუმის ღვინის ქარხნებში მთავარი მეღვინეა, ახალციხის ღვინის ქარხანაში დირექტორია. 1984 წლიდან მუშაობას იწყებს მებაღე–მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ღვინოების მარანში. ბატონ გივის მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 364 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |