შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ტარიელ მეხუზლა![]()
ბიოგრაფიატარიელ მეხუზლამ 1958 წელს დაამთავრა სოხუმის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეღვინეობის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შრომით საქმიანობას იწყებს მოლდავეთის ღვინის ქარხანაში, შემდეგ – უკრაინის ქ. ლვოვის მოლდავეთის ღვინის ქარხნის ფილიალში, სადაც 1975 წლამდე დაჰყო. 1975 წელს გადმოდის საქართველოში და მუშაობას იწყებს საწარმოო გაერთიანება "თბილღვინო"–ში ლაბორატორიის გამგედ. 2014 წლისათვის იგი ს/ს "ბაგრატიონი–1882"–ის შამპანური ღვინოების ქარხნის ლაბორატორიის გამგეა. ბატონი ტარიელის ძმა, ბატონი ნიკოლოზი იყო ცნობილი მეღვინე და მისი ვაჟი, ლევანიც, მეღვინეა. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 365 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |