The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გურამ ნანეიშვილი

გურამ ნანეიშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   გურამ ნანეიშვილმა 1961 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო "სამტრესტი"–ს სისტემის თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში ღვინის მასალების საამქროში ბრიგადირად. მან 15 წლის განმავლობაში ქარხანაში გაიარა გზა ბრიგადირიდან მთავარ შამპანისტამდე. 1976 წელს იგი გადაჰყავთ "სამტრესტი"–ს აპარატში მთავარი შამპანისტის თანამდებობაზე.

   ცოდნის გაღრმავების მიზნით,  1965–1967 წლებში, დაამთავრა მოსკოვის კვების მრეწველობის დაუსწრებელი სწავლების ინსტიტუტი. როგორც გამოცდილი სპეციალისტი მივლინებული იყო უნგრეთში.

   1983 წლიდან თერჯოლის შამპანური ღვინოების ახალაშენებული ღვინის ქარხნის პირველ დირექტორად ინიშნება. 1996 წლიდან  მუშაობას იწყებს ქ. გორში არსებული შ.პ.ს. "ფალავანში" მთავარ სპეციალისტად, სადაც ქართული შუშხუნა ღვინო "თამარ მეფე" ჩამოისხა. 

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 366 გვ.