შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ანზორ კვალიაშვილი![]()
ბიოგრაფიაანზორ კვალიაშვილმა 1962 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიურ განყოფილება. 1963 წელს ახალგაზრდა მეღვინე "სამტრესტმა" მიავლინა ქ. კისლოვოდსკის ღვინის ქარხანაში ინჟინერ–ტექნოლოგის თანამდებობაზე. 1966 წლიდან "სამტრესტი"–ს სიღნაღის ღვინკომბინატის ხირსის ღვინის ქარხანაში დაინიშნა ინჟინერ–ტექნოლოგად. 1975 წელს გადაყვანილ იქნა იმავე ქარხნის წარმოების უფროსად. 1979 წლიდან სიღნაღის რაიონის ქარხანათა მმართველობის მთავარი ინჟინერია, ხოლო 1981–1982 წლებში მუშაობს გენერალურ დირექტორად. 1983 წლიდან "სამტრესტი"–ს მიერ გადმოყვანილ იქნა თბილისის N4 ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ, ხოლო 2003–2007 წლებში ამავე ქარხნის დირექტორია. 2007 წლიდან პენსიაზეა. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 366 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |