The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



საბა ჭელიძე

საბა ჭელიძე
ოფიციალური სახელი:ლუარსაბ ჭელიძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   საბა ჭელიძემ 1961 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი. 

   ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაინიშნა "სამტრესტი"–ს ნაფარეულის ღვინის ქარხანაში მეღვინე–ბრიგადირად, შემდეგ – ქიმიკოსად. 1963–1991 წლებში მუშაობდა მუკუზანის N1 (ზეგაანი) ღვინის ქარხანაში მეღვინე–ტექნოლოგად; მუკუზანის საწარმოო გაერთიანების ცენტრალური ლაბორატორიის გამგედ, ზეგაანის ღვინის ქარხანაში უფროს მეღვინე–ტექნოლოგად; ველისციხის ღვინის ქარხნის ინჟინერ–ტექნოლოგად; შრომის (ვაჩნაძიანის) ღვინის ქარხნის უფროს მეღვინე–ტექნოლოგად.

   1991 წელს დაინიშნა თბილისში "სამტრესტი"–ს ახალი, მშენებარე ძმრის ქარხნის დირექტორად, 1995 წლიდან – "სამტრესტი"–ს აპარატში მთავარ სპეციალისტად და "სამტრესტი"–ს დაქვემდებარებაში არსებულ შ.პ.ს. "ვინუსი"–ს პრეზიდენტად.

   2002 წლიდან გადის პენსიაზე.

   დაჯილდოებულია მთავრობის სხვადასხვა ხარისხის ჯილდოებით.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 367 გვ.