The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



კონსტანტინე მოდებაძე

კონსტანტინე მოდებაძე
Date of birth:1879
Date of death:1950  (at 71 years)
Category:Manufacturer

Biography

   კონსტანტინე მოდებაძე დაიბადა 1879 წელს ზესტაფონში. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და იმავე წელს შევიდა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შემდეგ გაემგზავრა შვეიცარიაში და სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1906 წელს ქიმიის განხრით. ასევე, სწავლობდა საფრანგეთში, გრენობლის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ქიმიის დოქტორის ხარისხი.

   1907 წლიდან ბრუნდება საქართველოში და მალევე მიემგზავრება ქ. როსტოვში, სადაც მუშაობას იწყებს ქვანახშირის მრეწველობის საზოგადოების ლაბორატორიაში.

   1911 წელს კონსტანტინე მოდებაძე კვლავ ბრუნდება საქართველოში და ინიშნება საქარის სანერგეში ქიმიკოს–მეღვინედ, სადაც, კვლევითი მუშაობის პარალელურად, საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწევა. იგი თანამშრომლობდა ქუთაისის "სასოფლო გაზეთთან", რომელშიც აქვეყნებდა წერილებს ყურძნის გადამუშავებისა და ღვინის დაყენების შესახებ. სვირის, თერჯოლისა და საზანოს სოფლებში ადგილობრივ გლეხობას ქართულ ენაზე ესაუბრებოდა მეღვინეობა–მევენახეობის საკითხებზე. ადგილობრივ ორგანოებს არ მოსწონდათ მოდებაძის მუშაობა და 1915 წელს სამუშაოდან გაათავისუფლეს.

   მან მიმართა მევენახეობა–მეღვინეობის კომიტეტს, სადაც მუშაობდნენ ივანე ანდრონიკაშვილი, სოლომონ და დიმიტრი ჩოლოყაშვილები და იგი ამ კომიტეტის მეღვინეობის ლაბორატორიის გამგედ დაინიშნა. 1919 წელს ინიშნება საქარის სანერგის გამგედ, სადაც დაჰყო 1924 წლამდე, ვიდრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიწვევდნენ.

   1928 წელს ინიშნება დოცენტად და მეღვინეობის კათედრის გამგედ. 1930 წლიდან 1943 წლამდე იყო მებაღეობა–მევენახეობის ფაკულტეტის, ხოლო 1943 წლიდან 1946 წლამდე ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანად. ბატონი კონსტანტინე 26 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მეღვინეობის კურსს სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრონომიულ ფაკულტეტზე და სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა–მევენახეობისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტებზე.

   1930 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება, ხოლო 1938 წელს – სოფლის მეურნეობის დოქტორის ხარისხი.

   კ. მოდებაძის კალამს ეკუთვნის 33 სამეცნიერო შრომა და 4 სახელმძღვანელო. 1943 წელს მას მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მეღვინის წოდება.

   1950 წელს ბატონი კონსტანტინე გარდაიცვალა.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 230 გვ.

Awards and Honors

  • "შრომის წითელი დროშის" ორდენი
  • "საპატიო ნიშნის" ორდენი