The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



მიხეილ ყურაშვილი

მიხეილ ყურაშვილი
დაბადების თარიღი:1940  (85 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   მიხეილ ყურაშვილი დაიბადა 1940 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, ინჟინერ–ტექნოლოგის კვალიფიკაციით.

   ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობას იწყებს ბოლნისის ღვინის ქარხანაში, სადაც კვალიფიციურ მეღვინედ ჩამოყალიბდა. ბოლნისის ღვინის ქარხანაში შეძენილი ცოდნა მას შემდგომში გამოადგა მარნეულის ღვინის კომბინატში მუშაობის დროს, რადგანაც როგორც ბოლნისში, ასევე მარნეულში ძირითადად პორტვეინის ტიპის შემაგრილებელი ღვინოები მზადდებოდა, მათ შორის ცნობილი პორტვეინი "მარაბდა".

   წლების განმავლობაში მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, დაამზადა არაერთი დეკალიტრი ღვინო, რომლებმაც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 264 გვ.