The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ნიკოლოზ გელაშვილი

ნიკოლოზ გელაშვილი
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1996  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ნიკოლოზ გელაშვილი დაიბადა 1906 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ ძირულაში. დაამთავრა ზესტაფონის ჰუმანიტარული ტექნიკუმი. 1931 წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღე–მევენახეობის ფაკულტეტზე  და, 1933 წელს, ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში. იმავე წლიდან მუშაობდა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობის კათედრაზე, მეღვინეობის კათედრის გამგედ, ფაკულტეტის დეკანად და ინსტიტუტის რექტორად.

   ნ. გელაშვილს მინიჭებული ჰქონდა მეცნიერებათა დოქტორის და პროფესორის წოდება. გამოქვეყნებული ჰქონდა მეცნიერული შრომები და, 1961 წელს, მეღვინეობის სახელმძღვანელოს ორტომეული. მისი ავტორობით შექმნილია ხუთი დასახელების ახალი სამარკო ღვინო.

   ბატონი ნიკოლოზი წლების განმავლობაში კითხულობდა მეღვინეობის სრულ კურსს სასოფლო–სამეურნეო ფაკულტეტზე, მის მიერ აღზრდილი არაერთი სტუდენტი შემდგომში წარმატებული მეღვინე, სამეურნეო ხელმძღვანელი და მეცნიერი გახდა. საბჭოთა მეღვინეების დელეგაციაში მივლინებული იყო საფრანგეთის შამპანურისა და მეღვინეობის გასაცნობად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

   ბატონი ნიკოლოზი გარდაიცვალა 1996 წელს.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 267 გვ.