The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



მამუკა სვანიძე

მამუკა სვანიძე
დაბადების თარიღი:1958  (68 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

     მამუკა ნიკოლაიშვილი დაიბადა 1958 წელს ქუთაისში. 1975 წელს დაამთავრა ქუთაისის მე–3 საშუალო სკოლა და მუშაობა დაიწყო მამასთან, ზურაბ ნიკოლაიშვილთან, სიმონეთის ღვინის ქარხანაში მუშად. იგი მუშაობდა ღვინის დამუშავებაზე. სიმონეთის ღვინის ქარხნიდან გადავიდა თერჯოლის შამპანკომბინატში, შემდეგ თბილისის კვების მრეწველობის კვლევით ინსტიტუტში. პარალელურად სწავლობდა მოსკოვის საკავშირო კვების მრეწველობის ინსტიტუტში ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1989 წელს.

   1995 წლიდან 2000 წლამდე მუშაობდა კაჭრეთის ღვინის მარან "კოპალა"–ში, ხოლო 2001 წლიდან შ.პ.ს. "ჯი–ემ–თი"–ს ღვინის კომბინატის დირექტორია.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 281 გვ.