| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
გიორგი გოდაბრელიძე![]()
ბიოგრაფიაგიორგი გოდაბრელიძე, მეღვინე ლუიზა ბუჩუკურის ვაჟი, დაიბადა 1977 წელს. 2004 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 1995–1998 წლებში მუშაობდა შ.პ.ს. "ანნა"–ში შუშა–ტარის საწყობის გამგედ, 1998–2001 წლებში იმავე საწარმოს საკუპაჟე საამქროს უფროსად. 2003 წელს, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილმა ორგანიზაციამ "SESAME" მიიწვია საფრანგეთში სტაჟირებაზე. სტაჟირება გაიარა ბორდოში, ანდრე ლურტონის Chateaux BONNE-ში. 2004 წლიდან 2006 წლამდე გ. გოდაბრელიძე მუშაობდა ქართული ღვინის კომპანია TWS–ში. წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 293 გვ.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

