The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ნოდარ ჩხარტიშვილი

ნოდარ ჩხარტიშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ქართული მევენახეობის განვითარებაში აკადემიკოსმა ნოდარ ჩხარტიშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ბატონმა ნოდარმა სამეცნიერო მივლინება გაიარა რუმინეთში, მუშაობდა ბუქარესტის აგრონომიულ ინსტიტუტში.

   1964 წლიდან მუშაობს საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ–მუშაკად, კათედრის გამგედ და 1975 წლიდან 2007 წლამდე ინსტიტუტის დირექტორად.

    წლების განმავლობაში იყო მევენახეობისა და მეღვინეობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი, მევენახეობისა და მეღვინეობის ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიისა და ჟურნალ "Садоводство"-ს წევრი. არის ავტორი 180 მეტი სამეცნიერო სტატიის, რამოდენიმე წიგნისა და მონოგრაფიისა.

    წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 294 გვ.