Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
ნინო ჩხარტიშვილი![]()
Biographyნინო ჩხარტიშვილი, ნოდარ ჩხარტიშვილის ქალიშვილი, 1991 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლას განაგრძობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა–მეღვინეობის ფაკულტეტის, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგიის, კერძოდ მეღვინეობის ტექნოლოგიის სპეციალობაზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ასპირანტურაში. მისი სამეცნიერო შრომები და მონოგრაფია ეხებოდა ღვინის დაწმენდისა და სტაბილიზაციის ახალი მეთოდების დამუშავებას. 1999–2001 წლიდან მუშაობა დაიწყო სს "თელიანი ველში", სადაც ასრულებდა მეღვინე–თეორეტიკოსის მოვალეობას. 2000–2005 წლებში თავისი პროფრესიული საქმიანობა განაგრძო შვეიცარული კომპანიის "ICT GROUP"-ის საქართველოს წარმომადგენლობაში, რომელიც იმ დროისათვის მევენახეობა–მეღვინეობაში პირველ ნაბიჯებს დგამდა. ძირითადმა მენეჯმენტმა, რომლის წევრსაც წარმოადგენდა ქალბატონი ნინო, შეძლო მოკლე დროის მანძილზე ბაზარზე სათანადო ადგილის დამკვიდრება ახალი ბრენდით "შუმი", მისივე ხელმძღვანელობით საფუძველო ჩაეყარა ქარხანაში წარმოებისა და პროდუქციის ხარისხის მენეჯმენტის დანერგვის პროცესებსა და ეკოლოგიურად სუფთა ღვინის წარმოებას. პარალელურად სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურეობას უწევდა ინ პერიოდისათვის ღვინის ახალ მწარმოებლებს. შემდეგი ორი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს "ვაზისა და ღვინის" დეპარტამენტ – "სამტრესტში" – მეღვინეობის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამებობაზე. ამ პერიოდის განმავლობაში, აგრძელებს მუშაობას მებაღეობა–მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში სასერტიფიკაციო ლაბორატორიის მეცნიერ–თანამშრომლის თანამდებობაზე. წლების განმავლობაში იმაღლებს კვალიფიკაციას ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა: აშშ, გერმანია, უნგრეთი, ავსტრია, ისრაელი და სხვა, დაეუფლა ღვინის მარკეტინგსა და ტურიზმის მენეჯმენტს. გარდა ამისა, "Amcharm"–ის ექსპერტების ჯგუფის აქტიური წევრია. ქალბატონი ნინო კითხულობს ლექციებს თბილისის ყურძნის, ხილ–ბოსტნეულის წარმოების, გადამუშავების ტექნოლოგიის და სპეციალისტთა გადამზადების სასწავლო ინსტიტუტში, მუშაობს პროფესორის თანამდებობაზე. არის საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ორი სამეცნიერო გრანტი–პროექტის მონაწილე და ამერიკულ–ქართულ უნივერსიტეტში (GAU) ღვინის სასერტიფიკაციო პროგრამის ხელმძღვანელი. წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 294 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |