The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ნიკოლოზ მეხუზლა

ნიკოლოზ მეხუზლა
Date of birth:1934  (91 years)
Category:Manufacturer

Biography

   ნიკოლოზ მეხუზლა დაიბადა 1934 წელს ქალაქ სოხუმში. 1953 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ქალაქ მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მეღვინეობის განხრით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს მეღვინედ მოლდავეთში, ქალაქ ბელცის ღვინო–კონიაკის ქარხანაში. პარალელურად ჩაირიცხა მოსკოვში ასპირანტურაში. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1967 წლიდან, მუშაობა დაიწყო მოსკოვის "მაგარაჩი"–ს მევენახეობა–მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ფილიალში მეცნიერ მუშაკად, ხოლო შემდგომ დირექტორად 1983 წლამდე. იალტის "მაგარაჩი"–ს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი ერთ–ერთი მძლავრი კერა იყო, სადაც საფუძვლიანად მიმდინარეობდა მევენახეობა–მეღვინეობაში სამეცნიერო კვლევები. ბატონი ნიკოლოზი გახლდათ "მაგარაჩი"–ს მოსკოვის ფილიალის დირექტორი. 

   "მაგარაჩი"–ს ინსტიტუტში მოღვაწეობის შემდეგ, ბატონი ნიკოლოზი გადმოჰყავთ თბილისში "სამტრესტი"–ს მმართველის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, სადაც დაჰყო 1992 წლამდე. 1984 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და აირჩიეს საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტად.

   1992 წლის შემდეგ, ნიკოლოზ მეხუზლა სამუშაოდ გადადის ქალაქ სანქტ–პეტერბურგის "სამტრესტი"–ს ღვინის ქარხანაში დირექტორად. აქ მან დაჰყო რამოდენიმე წელი და სამუშაოდ კვლავ მოსკოვში დაბრუნდა, სადაც მეღვინეობის ლიგის პრეზიდენტი ხდება.

   მას მინიჭებული აქვს მევენახეობა–მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წოდება, არის 130–ზე მეტი სამეცნიერო შრომის, ბროშურის და წიგნის ავტორი, აქვს 70–ზე მეტი გამოგონება.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 300 გვ.

Member of Organizations

  • საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი
  • მეღვინეობის ლიგა, პრეზიდენტი