The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



დავით ახვლედიანი

დავით ახვლედიანი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   დავით ახვლედიანმა, 1984 წელს, დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტი. წარმატებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, გაიარა სტაჟირება მარკეტინგის განხრით გერმანიაში და თბილისში დაბრუნებისთანავე დაიწყო მუშაობა სს "ვაზიანი"–ს საგარეო საქმეთა განყოფილების მენეჯერად. 1996 წელს დაინიშნა ამავე ქარხნის გენერალურ დირექტორად.

   დავით ახვლედიანმა დირექტორობის შვიდი წლის განმავლობაში შეძლო ქარხნის სრულფასოვნად ამუშავება. 1996 წლიდან 2002 წლამდე სს "ვაზიანს" საქართველოს ცქრიალა ღვინის ბაზრის 60% ეკავა. გაიზარდა ექსპორტი, პროდუქცია იგზავნებოდა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, პოლონეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ბალტიისპირეთში, გერმანიაში, აშშ–ში, კანადაში, ინგლისში, იაპონიაში. 

   დავით ახვლედიანის მეღვინე–სპეციალისტად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა მისმა მამამ – მეღვინე გივი ახვლედიანმა. დავითმა გამოცდილება მიიღო ღვინის წარმოების საუკეთესო სპეციალისტებისაგან.

  2002 წლიდან დავით ახვლედიანმა, თავის მეგობარ დავით ხაზარაძესთან ერთად, დააარსა შ.პ.ს. "ტფილისის მარანი". ფირმას გააჩნია საკუთარი ვენახები და საწარმოო სიმძლავრეები. აქ აწარმოებენ მაღალხარისხიან პროდუქციას: ღვინოს, არაყს, კონიაკსა და ლიქიორებს, პროდუქციას აგზავნიან უკრაინაში, ბელორუსიაში, სლოვაკეთში, გერმანიასა და ბალტიისპირეთში.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 305 გვ.