The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გივი ახვლედიანი

გივი ახვლედიანი
დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1930  (95 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   გივი ახვლედიანი დაიბადა 1930 წლის 11 იანვარს მეღვინის ოჯახში.

   1953 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა–მევენახეობის ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო უზბეკეთში, ბუხარის ღვინის ქარხანაში ინჟინერ–ტექნოლოგის თანამდებობაზე. შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და 1955–1963 წლებში მუშაობდა წინანდლის, ვანის, ბოლნისის, ქისტაურის და საგარეჯოს ღვინის ქარხნებში მთავარი მეღვინის თანამდებობაზე.

   1961 წელს დაამთავრა საკავშირო კვების მრეწველობის დაუსწრებელი ინსტიტუტი ღვინის ტექნოლოგიის სპეციალობით.

   1963–1964 წლებში მუშაობდა საქართველოს ცენტრალური კომირტეტისა და მინისტრთა საბჭოს პარტიული კონტროლის კომიტეტში ინსპექტორის თანამდებობაზე. 1964–1969 წლებში  – თბილისის შამპანური ღვინის ქარხნის დირექტორია. 1969–1973 წლებში – საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს კოლეგიის წევრია და მუშაობდა ამავე სამინისტროს საწარემოო–ტექნიკური განყოფილების უფროსად.

   1973–1982 წლებში მუშაობდა "სამტრესტი"–ს ცენტრალური ლაბორატორიის გამგედ, საკავშირო მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევით ინსტიტუტ "მაგარაჩში" განყოფილების გამგედ, ს/გ "თბილღვინო"–ს მთავარ ინჟინრად.

   1982 წელს შექმნა "საქსახაგრომრეწვის" სუვენირულ ნაკეთობათა კომბინატი, რომლის დირექტორი იყო. 1989 წელს კომბინატს ეწოდა სამრეწველო–კომერციული ფირმა "ვაზიანი", რომლის გენერალურ დირექტორად განაგრძობდა მუშაობას. 1992 წლიდან სამრეწველო–კომერციული ფირმა "ვაზიანი" გადაკეთდა სააქციო საზოგადოება "ვაზიანად", რომლის თავმჯდომარედაც სააქციო საზოგადოების მიერ იქნა არჩეული.

   ბატონი გივი ავტორია მრავალი რაციონალური წინადადებისა და 5 გამოგონებისა, მათ შორის მშრალი სამარკო ღვინო "ბახტრიონის" და "ცქრიალა ღვინის".  იგი დაჯილდოებული იყო მედლით შრომითი მამაცობისათვის და დიდი ოქროს მედლით 1965 წელს მსოფლიო ღვინის კონკურსის ჩატარების ორგანიზაციისათვის.

   1965–1985 წლებში არჩეული იყო საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო კომისიის თავმჯდომარედ. 1985 წელს დაჯილდოვდა საბჭოთა კავშირის სავაჭრო–სამრეწველო პალატის საპატიო წოდებით.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 304 გვ.

   

   

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო კომისია, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • დიდი ოქროს მედალი
    მსოფლიო ღვინის კონკურსის ჩატარების ორგანიზაციისათვის
  • მედალი
    შრომითი მამაცობისათვის