The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ანდრო ბარბაქაძე

ანდრო ბარბაქაძე
დაბადების თარიღი:1916
გარდაცვ. თარიღი:1990  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ანდრო ბარბაქაძე დაიბადა 1916 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთში. 1927 წელს დაამთავრა არგვეთის დაწყებითი სკოლა, ხოლო 1930 წელს ზესტაფონის შვიდწლიანი სკოლა. სწავლა განაგრძო ზესტაფონის პედაგოგიურ ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1933 წელს, ჩააბარა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტზე.

   ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1934 წლიდან 1936 წლამდე, მუშაობს საქართველოს ალკკ ზესტაფონის რაიკომში სხადასხვა თანამდებობებზე. 1941 წლიდან 1980 წლამდე – ლაგოდეხის რაიონის მანქანა–ტრაქტორთა სადგურში უბნის უფროსად, დიღმის მანქანა–ტრაქტორთა სადგურის დირექტორად, ქარელის რაიონის აგარის შაქრის კომბინატის დირექტორად, აგარის სარემონტო–სატრაქტორო სადგურის დირექტორად, საქსოფლტექნიკის ზესტაფონის გაერთიანების მმართველად, ბუნების დაცვის ზონალური ინსპექციის უფროსად.

   1980–1986 წლებში ა. ბარბაქაძე მუშაობს ღვინის მრეწველობის ზესტაფონის საწარმოო გაერთიანების გენერალურ დირექტორად.

   1986 წლიდან იგი რესპუბლიკური მნიშვნერლობის პერსონალური პენსიონერია. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები – შრომის წითელი დროშის ორდენი და მედლები.

   ბატონი ანდრო გარდაიცვალა 1990 წელს.

    წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 142 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედლები
  • შრომის წითელი დროშის ორდენი