The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.

საკონტ. ტელ: 595 45 55 44



ტარიელ გუგავა

ტარიელ გუგავა
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:8 სექტემბერი, 2003  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    ტარიელ აქვსენტის ძე გუგავა დაიბადა  ცაგერის რაიონში 1933 წლის 25 ოქტომბერს. 

    1957 წელს დაამთავრა ქუთაისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტი და დაიწყო მუშაობა ორბელის ღვინის ქარხანაში ღვინის გადამამუშავებლად. იმავე წელს გადაიყვანეს ოყურეშის ღვინის ქარხანაში, მეღვინის თანამდებობაზე. 1962 წლიდან 1991 წლამდე ინიშნება დირექტორის თანამდებობაზე ჯერ ტვიშის, შემდეგ ცაგერის ღვინის ქარხანაში. 1991 წლიდან, პენსიაზე გასვლამდე, ეკავა საქართველოს რესპუბლიკის "სამტრესტი"–ს ცაგერის რაიონის ღვინის ქარხნების დირექტორის თანამდებობა.

    ბატონი ტარიელი გარდაიცვალა 2003 წლის 8 სექტემბერს.