The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



დავით კალანდაძე

დავით კალანდაძე
დაბადების თარიღი:1889  (135 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    დავით იაგორის ძე კალანდაძე დაიბადა 1889 წლის 2 თებერვალს ოზურგეთის მაზრის სოფელ ხიდისთავში. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლის გასაგრძელებლად, ქალაქ ხარკოვში გაემგზავრა. ჩაირიცხა უნივერსიტეტის ფარმაცევტულ ფაკულტეტზე, სადაც სხვადასხვა დისციპლინასთან ერთად იკითხებოდა ქიმიისა და კვების პროდუქტების ტექნოლოგიის შემსწავლელი საგნები. უნივერსიტეტში დავითი რუსულ ენასთან ერთად დაეუფლა ფრანგულ და ლათინურ ენებს. ხარკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იქვე შეუდგა პრაქტიკულ საქმიანობას და მუშაობა დაიწყო აფთიაქებში. 1915 წელს დაბრუნდა საქართველოში. პირველი მსოფლიო ომის დროს, განათლებული ადამიანები ზურგში იყვნენ და მრავალ ადგილას უხდებოდათ შრომა. დავითმა, როგორც პროვიზორმა და ფარმაცევტმა, რამოდენიმე წელი სხვადასხვა სამსახურში გაატარა, შეიძინა პრაქტიკა და საკმაო კაპიტალიც დააგროვა. იგი იყო თბილისში ცნობილი მეაფთიაქე ევგენი ზემელის აფთიაქის, ასევე, შამპანურისა და მინერალური წყლების ქარხნების აქციათა პაკეტის მფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

    დავითს ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში სპირტს, არაყს, კონიაკს, ლიქიორსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს ამზადებდნენ. ერთ–ერთი ასეთი ფირმა იყო 1890 წელს დაფუძნებული კომპანია "ძმები სესიაშვილები". მას, ძმებ სესიაშვილებთან ერთად, ჰქონდა ფირმა "მარგო" სარეალიზაციო საწყობებით ბათუმში, ტრაპზონსა და სტამბულში. ჰქონდა, ასევე, საკუთარი სპირტისა და კონიაკია ქარხნები თბილისში, ოზურგეთსა და ზესტაფონში.

    წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 301 გვ.