Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
გივი კარტოზია![]()
Biographyგივი კარტოზია დაიბადა 1929 წლის 29 მარტს ქ. ბათუმში. 1954 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. იყო მსოფლიოს, ოლიმპიური, ევროპის, საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა): XVI ოლიმპიური თამაშების (1956, მელბურნი) ჩემპიონი და 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1953, ნეაპოლი, 1955 კარლსრუე, 1958, ბუდაპეშტი), მსოფლიოს თასის მფლობელი (1956), სტუდენტთა IX (1951, ბერლინი) და X (1951, ბუქარესტი) მსოფლიო თამაშების გამარჯვებული, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1952,1953, 1954, 1955). მსოფლიო თასის მფლობელი (1956, სტამბოლი). პირველი მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოს სპორტსმენთა შორის. საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ვერცხლის პრიზი). დაჯილდოებული იყო "შრომის წითელი დროშის", "საპატიო ნიშნის", ღირსების, ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის და ფილას ორდენებით. საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ვერცხლის პრიზი). აქტიური სპორტისათვის თავის დანებების შემდეგ მან რამოდენიმე საპასუხისმგებლო თანამდებობა გამოიცვალა. მათ შორის აღსანიშნავია ვაზიანის ღვინის ქარხნის სუვენირებისა და საექსპორტო პროდუქციის წარმოების დირექტორად მუშაობის წლები. გ. კარტოზია გარდაიცვალა 1998 წლის 3 აპრილს. წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე. / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 373 გვ. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |