The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვალოდა კელენჯერიძე

ვალოდა კელენჯერიძე
ოფიციალური სახელი:იუზა
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    იუზა (ვალოდა) კელენჯერიძე დაიბადა 1940 წლის 27 მარტს დაბა ხარაგაულში, სადაც 1958 წელს დაამთავრა მეორე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე.

    1965 წლიდან მუშაობა დაიწყო ორჯონიკიძის რაიონის ღვინის ქარხანათა მმართველობაში. თავდაპირველად საკონიაკო სპირტსახდელი საამქროს მეწყოსი იყო, შემდეგ – დაბის ღვინის ქარხნის დამამუშავებელი, ხოლო 1969 წლიდან – საკონიაკე საამქროს უფროსი. 1973–1976 წლებში მუშაობდა ხარაგაულის სათავო ქარხნის უფროს მეღვინედ.

    1977 წლიდან იგი გადაჰყავთ ორჯონიკიძის რაიონის საწარმოო გაერთიანების მთავარ ინჟინრად და იმავე წლის დეკემბრიდან 1994 წლამდე – ზემოთ დასახელებული გაერთიანების დირექტორად.

    1994 წლიდან ღვინის საწარმოთა ბაზაზე შექმნილი სს "იმერის" გენერალური დირექტორია.

    ხარაგაულის ღვინის ქარხნის კოლექტივმა, ი. კელენჯერიძის ხელმძღვანელობით, შეძლო დაემუშავებინა და დაენერგა ახალი მარკის სხვადასხვა პროდუქცია: ხილის მაგარი სასმელი "არგო", სამარკო კონიაკები "უბისი" და "ნუნისი", ქართული შუშხუნა ღვინო "იმერი" და სუფრის მშრალი ღვინო "კიცხი". 2005 წლიდან შეიქმნა ბუნებრივი ნატურალური მტკნარი წყალი "ხარაგაული".
    2014 წელს აირჩიეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. იმავე წელს მიენიჭა "ხარაგაულის საპატიო მოქალაქის" წოდება, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

    იუზა (ვალოდა) აშენებს ვენახებს, აპირებს განაახლოს საკონიაკე სპირტების გამოხდა და დაამზადოს საშამპანურე ღვინომასალები, რომლებითაც განთქმული იყო ხარაგაული.

    წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 361 გვ.