შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ოთარ კვესიტაძე![]()
ბიოგრაფიაოთარ კვესიტაძე – პროფესიით მეღვინე, მეცნიერი, ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი – ახალგაზრდობაში გახლდათ საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ვაჟთა ხელბურთელთა გუნდის მეკარე. გუნდი არაერთგზის ყოფილა თბილისის პირველობის, საქართველოს თასის გათამაშებათა პრიზიორი, ხოლო საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობის აკადემიებისა და ინსტიტუტების საკავშირო პირველობაზე ორგზის გამარჯვებული. ბატონი ოთარი, ასევე, წარმატებით იცავდა ინსტიტუტის ფეხბურთელთა გუნდის კარს. წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე. / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 380 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |