The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ანზორ კიკნაძე

ანზორ კიკნაძე
დაბადების თარიღი:26 მარტი, 1934
გარდაცვ. თარიღი:17 ნოემბერი, 1977  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ანზორ კიკნაზე დაიბადა 1934 წლის 26 მარტს სოფ. ბადიაურში, საგარეჯოს რაიონში. 

   იგი იყო ქართველი ძიუდოისტი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ევროპის 4-გზის ჩემპიონი (1962, 1964, 1965, 1966) და 2-გზის ვერცხლის პრიზიორი (1967, 1968), მსოფლიო ჩემპიონატის 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი (1965, 1967). მონაწილეობა მიიღო 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (+80 კგ.).

   იგი, ასევე, წარმატებულად მუშაობდა დირექტორად ხარაგაულის, სიონის და ქარელის საკონსერვო და ხილ–კენკროვანი მეღვინეობის ქარხნებში.

   ანზორ კიკნაძე დაიღუპა 1977 წლის 17 ნოემბერს ავტოკატასტროფაში.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე. / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 373 გვ.

   წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ანზორ_კიკნაძე