The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ლევან კობიაშვილი

ლევან კობიაშვილი
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1998  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ლევან კობიაშვილი დაიბადა 1908 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ კობიაანთკარში. 1938 წელს მან დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა–მევენახეობის ფაკულტეტი და 1943 წლამდე მუშაობს კარდენახის საბჭოთა მეურნეობა–ღვინის ქარხნის დირექტორად, ხოლო 1945 წლამდე მუშაობს მუკუზნის საბჭოთა მეურნეობა–ღვინის ქარხნის დირექტორად. 1949 წლამდე იგი ტოვებს მეღვინის სპეციალობას და იწყებს მუშაობას ჯერ საქართველოს კპ გურჯაანის რაიკომის მეორე მდივნად, ხოლო შემდეგ დუშეთის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ.

   1949 წლიდან, ლევან კობიაშვილი, უბრუნდება თავის სპეციალობას და 1954 წლამდე მუშაობს "სამტრესტი"–ს მმართველის პირველ მოადგილედ, 1955 წლამდე – წინანდლის ქარხნის დირექტორად, 1957 წლამდე – ბოლნისის ქარხნის დირექტორად, 1968 წლამდე ვარკეთილის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად და 1972 წლამდე სამგორის ღვინის ქარხნის დირექტორად.

   ბატონი ლევანი, 1972 წლიდან, იყო რესპუბლიკური მნიშვენელობის პერსონალური პენსიონერი. მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის წოდება, მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

   ლევან კობიაშვილი გარდაიცვალა 1998 წელს.

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 113 გვ.