The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.

საკონტ. ტელ: 595 45 55 44



ანზორ ძებნიაური

ანზორ ძებნიაური
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1943
გარდაცვ. თარიღი:26 ოქტომბერი, 2009  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    ანზორ სოლომონის ძე ძებნიაური დაიბადა 1943 წლის 3 ნოემბერს თელავის რაიონ სოფელ ნაფარეულში. 1961 წელს ჩაირიცხა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1967 წელს ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით. დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა ნაფარეულის ღვინის ქარხანაში ჯერ დამწყებ მეღვინე - ბრიგადირად და შემდეგ ინჟინერ-ტექნოლოგად. ანზორ ძებნიაურმა, 1968 წლიდან, მუშაობა დაიწყო ნაფარეულის ღვინის ქარხანაში, სადაც მუშაობდა 1998 წლამდე. სწორედ ნაფარეულის ღვინის ქარხანა, მრავალი ათეული წლების მანძილზე, აწარმოებდა უმაღლესი ხარისხის ევროპული ტიპის თეთრ და წითელ ღვინოებს. 1998 წლიდან ნაფარეულს ქარხანა აგროსამრეწველო კომერციულ ფირმად „ნაფარეული“ ჩამოყალიბდა.

      ანზორ ძებნიაურმა განსაკუთრებულიწვლილი საკონიაკე სპირტების წარმოებაში შეიტანა, რომლებიც იხდებოდა თანამედროვე სახდელ აპარატზე, ადგილზევე ძველდებოდა და შემდეგ იგზავნებოდა თბილისის კონიაკის ქარხანაში. მან უშუალოდ მიიღო მონაწილეობა საკონიაკე თანმედროვე დანადგარის დამონტაჟებაში, რომელიც მერაბ ხიდაშელმა, როგორც სადისერტაციო ნაშრომის პრაქტიკული ნაწილი, ნაფარეულის ღვინის ქარხანაში განახორციელა.  ბატონი ანზორი ნაფარეულის ღვინის ქარხანაში მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ყველაზე ხანგრძლივად, სწორედ საკონიაკე განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მის საქმიანობას და მის გზას, რომელსაც "მეღვინეობის გზა" შეიძლება ვუწოდოთ, აგრძელებენ მისი შვილი სოლომონ ძებნიაური და ამჯერად მისი შვილიშვილიც და მოსახელე - ანზორ ძებნიაური. 

     ანზორ ძებნიაური გარდაიცვალა 2009 წლის 26 ოქტომბერს.  


    წყარო: ოჯახის წევრი.