შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ილია წინამძღვრიშვილი![]()
ბიოგრაფია ილია წინამძღვრიშვილი დაიბადა 1834 წლის 13 სექტემბერს, იმდროინდელი დუშეთის მაზრის სოფელ წინამძღვრიანთკარში. 1855 დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია. უსახსრობის გამო უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო, დაამთავრა მოკლევადიანი აგრნომიული კურსები. მსახურობდა მომრიგებელ შუამავლად, მომრიგებელ მოსამართლედ, უფროს ნოტარიუსად თბილისში. 1889 წელს ილია წინამძღვრიშვილმა გამოაქვეყნა წიგნი სათაურით "ვაზის მოშენება", შემდეგ – "ზოგადი მიწათმოქმედება" ხორეშანა გვერდწითელის ფსევდონიმით. მან დედაქალაქს გადასცა იმხანად ჩერქეზიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი, რომელიც "სახალხო კითხვათა კომისიის" განკარგულებაში იყო და იქ იმართებოდა სახალხო წარმოდგენები. 1920 წლის 2 სექტემბერს ცნობილი საზოგადო მოღვაწე ილია წინამძღვრიშვილი გარდაიცვალა. მისი ანდერძის თანახმად, იგი დაკრძალეს წინამძღვრიანთკარის სასწავლებლის ეზოში, შემაღლებულ ადგილას. წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 89 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |